ცხელი ხაზი : 599647050

სამუშაო შეხვედრა მერის წარმომადგენლებთან

8 April, 2019

       წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა  ბესიკ ფარცვანიამ  ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან, სამუშაო შეხვედრა გამართა.
   შეხვედრას ესწრებოდნენ წალენჯიხის მუნიციალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია, მერის პირველი მოადგილე ცოტნე შონია და  მერიის  ადმინისტრაციული  სამსახურის უფროსი ლაშა არქანია.   
    განიხილეს ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დაგეგმილი პროექტები რომლებიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით ხორციელდება.

              ამ ეტაპზე    მოსახლეობის   მიერ   დასახელებული პრიორიტეტული საპროექტო წინადადებების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების მომზადება  მიმდინარეობს. პროექტების განხორციელება უახლოეს პერიოდში დაიწყება.

გააზიარე