ცხელი ხაზი : 599647050

სამუშაო შეხვედრა მერის წარმომადგენლებთან

19 აგვისტო, 2019

   წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  მერის  პირველმა  მოადგილემ,  ცოტნე  შონიამ   მერის  წარმომადგენლებთან   ადმინისტრაციულ  ერთეულებში   სამუშაო   თათბირი  გამართა.

  სამუშაო  თათბირს  ესწრებოდა  მერის  მოადგილე  სევერიანე  შეროზია.  

  ცოტნე  შონიამ  მერის  წარმომადგენლებისგან  მიიღო  დეტალური  ინფორმაცია  ადმინისტრაციულ  ერთეულებში  მიმდინარე  პროექტებთან დაკავშირებით.  მოისმინა  ინფორმაცია  სოფლის  მხარდაჭერის  პროგრამების  ფარგლებში  მიმდინარე  პროექტებზე, 

საჯარო  სკოლებში მიმდინარე  ინფრასტრუქტურულ  სამუშაოებზე, შიდა  გზებზე  არსებულ  პრობლემებზე.

   მერის  მოადგილე    სევერიანე  შეროზიამ  მერის  წარმომადგენლებთან  ერთად  განიხილა  ფაროსანას  საწინაარმდეგო  ღონისძიებების  მიმდინარეობა.    როგორც  აღინიშნა,  თხილისა და  სხვა  კულტურების  ხარისხი  მიმდინარე  წელს  საგრძნობლად  გაუმჯობესებულია. 

გააზიარე