ცხელი ხაზი : 599647050

სამუშაო შეხვედრა მერის წარმომადგენლებთან

27 იანვარი, 2020

        წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის    მერის  პირველმა  მოადგილემ, ცოტნე  შონიამ  მერის  მოადგილე  სევერიანე  შეროზიასთან და  მერიის  ადმინისტრაციული  სამსახურის  უფროსთან, ლაშა არქანიასთან ერთად,   მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან   სამუშაო   თათბირი   გამართა.  სამუშაო შეხვედრას ასევე  ესწრებოდნენ ქალაქ   წალენჯიხისა და  ქალაქ  ჯვარის  დასუფთავებისა და  კეთილმოწყობის  სამსახურის  ხელმძღვანელები.
      ცოტნე  შონიამ  მერის   წარმომადგენლებისგან    ადმინისტრაციულ  ერთეულებში   ადგილობრივი   მოსახლეობის   წინაშე,   ამ   ეტაპზე  არსებული   საჭიროებები  მოისმინა.   მან ასევე  2020   წელს   განსახორციელებელ  მასშტაბურ   პროექტებზე   ისაუბრა   და   აღნიშნულ   საკითხებზე   დამსწრე   საზოგადოებას დეტალური   ინფორმაცია   მიაწოდა.
    
     თათბირზე   ყურადღება   გამახვილდა   მიმდინარე    წელს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ -ის განხორციელების საკითხებზე.  

      სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში,  მოსახლეობასთან შეხვედრები  10  თებერვლიდან დაიწყება,  თითოეულ   ადმინისტრაციულ  ერთეულში  კი  თანხა   მოსახლეობის   რაოდენობის   შესაბამისად   განაწილდება.

გააზიარე