ცხელი ხაზი : 599647050

სამუშაო თათბირი მერის წარმომადგენლებთან

3 თებერვალი, 2020

      წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ  ფარცვანიამ   ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო თათბირი გამართა.

    სამუშაო შეხვედრას  ესწრებოდნენ  მერის პირველი  მოადგილე  ცოტნე  შონია, მერის  მოადგილე  სევერიანე  შეროზია, ქალაქ   წალენჯიხისა   და  ქალაქ ჯვარის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის  სამსახურის  ხელმძღვანელები, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის  ჯანმრთელობის დაცვისა და  სოციალური  მომსახურების სამსახურის  უფროსი  მერაბ შონია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის  ცენტრის უფროსი თამარ  კვარაცხელია.
      ბესიკ  ფარცვანიამ   მერის  წარმომადგენლებისგან    ამ  ეტაპზე  არსებული  საჭიროებები მოისმინა.

     თამარ  კვარაცხელიამ  და  მერაბ  შონიამ  დამსწრე  საზოგადოებას  დეტალური  ინფორმაცია მიაწოდეს  ქალაქ  ზუგდიდში  არსებულ  სკრინინგ  ცენტრთან დაკავშირებით, რათა  მოსახლეობას  მიეწოდოს  ინფორმაცია, თუ  ვის   შეუძლია   ისარგებლოს  სკრინინგის  პროგრამით,  რომელიც  სახელმწიფოს  მიერაა დაფინანსებული.

     თათბირზე ყურადღება   გამახვილდა       „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ -ის განხორციელების საკითხებზე.
       შეგახსენებთ, რომ  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები 10 თებერვლიდან დაიწყება, თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში კი თანხა მოსახლეობის რაოდენობის შესაბამისად განაწილდება.


გააზიარე