ცხელი ხაზი : 599647050

სასმელი წყლის მაგისტრალების რეაბილიტაცია საჩინოში

25 იანვარი, 2019

   წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში სასმელი წყლის მაგისტრალებისა და ქსელების რეაბილიტაცის სამუშაოები  აქტიურად  მიმდინარეობს, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,გეოპლასტი'' ასრულებს .

    მიმდინარე  სამუშაოები  რეგიონული განვითარების ფონდიდან 217 442 ლარით დაფინანსდა. ამ პროექტის განხორციელებით საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში სასმელი წყლის მაგისტრალი სრულად იქნება რეაბილიტირებული რაც განაპირობებს მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფას.

    აღნიშნული სამუშაოები დაათვალიერეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ და წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, საცინოს ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლევან შელიამ.

გააზიარე