ცხელი ხაზი : 599647050

 სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში,  ქალაქ წალენჯიხასა და  ქალაქ ჯვარში მიმდინარეობს  ფასადების რეაბილიტაცია

13 სექტემბერი, 2021

.

   პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდება ქალაქ წალენჯიხაში-თამარ მეფის,გამსახურდიას,ინტერნატის, კვარაცხელიას,მაიაკოვსკის,სალიას,ტაბიძისა და ჭურღულიას ქუჩაზე არსებული შენობა-ნაგებობები,მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსები.

ქალაქ ჯვარში -ანდრია პირველწოდებულისა და  რუსთაველის  ქუჩებზე არსებული შენობა-ნაგებობები,მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსები.

სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონები" პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაიწყო და    60-ზე მეტ მუნიციპალიტეტს  მოიცავს. ახალი სახელმწიფო პროგრამა    რეგიონების ურბანულ განახლებას ითვალისწინებს, რაც სხვადასხვა მნიშვნელოვანი ობიექტის მდებარეობების განვითარებას გულისხმობს.   

 

გააზიარე