ცხელი ხაზი : 599647050

შეხვედრა ჯგალის ადმინისტრაციულ ერთეულში

13 თებერვალი, 2020

✔    ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’’ ფარგლებში   განსახორციელებელი პროექტების   შერჩევის   მიზნით,    დღეს  13  თებერვალს,  შეხვედრა  ჯგალის   ადმინისტრაციულ ერთეულში       გაიმართა.

 

✔   ჯგალის ადმინისტრაციული ერთეულის   სოფელ    ლეთკანთის მოსახლეობამ     ხმათა   უმრავლესობით  პრიორიტეტად სასმელი  წყლის  მაგისტრალისა და  სათავე  ნაგებობის რეაბილიტაცია დაასახელა, ამავდროულად მოთხოვნილიქნა  ხიდბოგირების  მშენებლობა.           

✔     ჯგალში  პრიორიტეტად   სათავე  ნაგებობისა და   წყალგაყვანილობის  მაგისტრალის  სრული  რეაბილიტაცია  დასახელდა.

✔ ლეკაკულე-სამიქაოს უბანში     გარე-განათებების, სანიაღვრე  არხებისა  და   ნოღას ტერიტორიაზე    ბეტონის  საფარის  მოწყობა   მოითხოვა.

✔ ლეხარჩილეს მოსახლეობამ პრიორიტეტად შიდა  საუბნო  გზების მოხრეშვა  და  ნაწილობრივ  ბეტონის  საფარის  მოწყობა  დაასახელა.

✔ ლესალეში კი,  სასმელი  წყლის  პრობლემების  მოგვარება, წყლის  შემკრები  ავზისა და  წყალგაყვანილობის მილების შეძენაზე  გამახვილდა   ყურადღება.  

 

✔  მოსახლეობის   მიერ,   პრიორიტეტების   შერჩევის  პროცესს,   ესწრებოდნენ       წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.  

  ✔ „  სოფლის  მხარდაჭერის  პროგრამის“  ფარგლებში,  მიმდინარე  წელს,  წალენჯიხის  მუნიციპალიტეტში  განსახორციელებელი  პროექტებისთვის  გამოყოფილია  თანხა  644  ათასი  ლარის  ოდენობით.

 ✔ პრიორიტეტების  განხორციელება  მოსახლეობის  მიერ  შერჩეული  და  ხმათა  უმრავლესობით  მიღებული  გადაწყვეტილების  შედეგად  ხორციელდება.


გააზიარე