შეხვედრა ლადო აფხაზავასთან
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის, განათლების განყოფილების ინიციატივით, მიმდინარე წლის 12 მაისს, ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინოთეატრის დარბაზში გაიმართა შეხვედრა 2019 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ ფინალისტთან, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელთან ლადო აფხაზავასთან.
მან დამსწრე საზოგადოებას მოუთხრო საინტერესო ისტორიები პირადი ცხოვრებიდან, უამბო, თუ რას საქმინობენ და როგორ სწავლობენ მისი აღსაზრდელები, როგორი გარემოა მათ სკოლაში. ისაუბრა პედაგოგის ახლებურ ხედვაზე, მოსწავლეების სწავლისადმი ინტერესზე.