ცხელი ხაზი : 599647050

შეხვედრა მედანისა და საჩინოს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან

4 April, 2018

    4  აპრილს,  შედგა  შეხვედრა   მედანისა და  საჩინოს   ადმინისტრაციულ  ერთეულში  მცხოვრებ  მოსახლეობასთან. 

     შეხვედრაზე  იმყოფებოდნენ   წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის       ხელმძღვანელი  პირები    და  სოფლის  მეურნეობის   წალენჯიხის  საინფორმაციო-საკონსულტაციო  სამსახურის  წარმომადგენლები.

    მოსახლეობასთან შეხვედრის    მიზნი   პირველ  რიგში,   გახლდათ  აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის, ინვაზიური მავნებლის განადგურების მექანიკური საშუალებებისა და შესაწამლი პრეპარატების გამოყენების წესის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ამავდროულად  ისაუბრეს  ადმინისტრაციულ  ერთეულში  განსახორციელებელ  პროგრამებზე.

  მოსახლეობამ  მედანის  ადმინისტრაციულ  ერთეულში  მთავარ  პრიორიტეტად  სასმელი  წყალგაყვანილობის  სისტემების  რეაბილიტაცია დაასახელა,  საჩინოს  ადმინისტრაციულ  ერთეულში  კი  საჩინოს  ცენტრალური  საავტომობილო  გზის  სრული  რეაბილიტაცია  დასახელდა.

    შეხვედრა  კითხვა-პასუხის  რეჟიმში  წარიმართა  და  მოსახლეობას  საინფორმაციო  მასალები  დაურიგდა.

  

გააზიარე