ცხელი ხაზი : 599647050

შეხვედრა ნაკიფუს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან

3 April, 2018

დღეს  4  აპრილს,  შედგა  შეხვედრა  ნაკიფუს  ადმინისტრაციულ  ერთეულში  მცხოვრებ  მოსახლეობასთან. 

   შეხვედრაზე  იმყოფებოდა  წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  მერის  მოადგილე  სევერიანე  შეროზია  და  წალენჯიხის  საინფორმაციო-საკონსულტაციო  სამსახურის  წარმომადგენლები.

    მოსახლეობასთან შეხვედრის    მიზნი   გახლდათ  აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის, ინვაზიური მავნებლის განადგურების მექანიკური საშუალებებისა და შესაწამლი პრეპარატების გამოყენების წესის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

  ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგიის ფარგლებში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტს ეყოლება შესაბამისი სპეც-ტექნიკა , რომლიც შევა ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში და დაიწყება მასიური შეწამვლა.  

 შეხვედრა  კითხვა-პასუხის  რეჟიმში  წარიმართა  და  მოსახლეობას  საინფორმაციო  მასალები  დაურიგდა.

  

გააზიარე