ცხელი ხაზი : 599647050

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის

  

მუხლი 6. შშმ პირთა და მოვლის  საჭიროების  მქონე ავადმყოფთა ფინანსური  მხარდაჭერა.

   1.  პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ სიღარიბის  ზღვარს  მიღმა მყოფი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 100000 -ზე დაბალი სარეიტინგო  ქულით დარეგისტრირებულ პირებს , რომლებიც არ  არიან ასაკით პენსიონერები და  წარმოადგენენ სსე ( სამედიცინო სოციალური ექსპერტიზა ) შემოწმების  აქტის  ამონაწერს სტატუსით- მკვეთრად  გამოხატული ( I  ჯგუფი ) და  არიან სახლს (ეტლით  მოსარგებლე ) ან საწოლს  მიჯაჭვული და საჭიროებენ მუდმივ  მომვლელს ;

  2. პროგრამა ითვალისწინებს თითოეულ ბენეფიციარზე ან ოჯახის წევრზე/ უფლებამოსილ პირზე ყოველთვიურად 100 ლარის ჩარიცხვას;

  3. პროგრამაში ჩასართავად წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი დოკუმენტაცია:

      ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

      ბ) განმცხადებლისა და ბენეფიციარის (ულებამოსილი პირის) ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;

     გ) სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის (სსე) შემოწმების აქტის ამონაწერის ასლი, სადაც მითითებულია სტატუსი-„მკვეთრად გამოხატული“;

    დ)  ჯამრთელობის ცნობა  ფორმა N 100 მუდმივად  მოვლის საჭიროების მითითებით;

     ე) ცნობა სოციალური მომსახურეობის სააგენტოდან სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში არსებობისა და მინიჭებული ქულის თაობაზე;

     ვ) პირადი საბანკო ანგარიში.

გააზიარე