ცხელი ხაზი : 599647050

შიდა ქუჩების ასფალტირების სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

25 ოქტომბერი, 2017

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა სევერიანე შეროზიამ ქალაქ წალენჯიხაში მიმდინარე შიდა ქუჩების ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. ქალაქ წალენჯიხაში ფიფიას, ტაბიძის, დადიანის, წურწუმიას, ხობელიას, სამეგრელოსა და მარჯვენა სანაპიროს ქუჩების ასფალტო -ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს გზამშენგრუპი, სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს- 589 139 ლარს. პროექტი სრულდება რეგიონალური განვითარების პროექტების ფონდის მიერ. სამუშაოებზე დასაქმებულია 50-მდე ადგილობრივი მუშახელი.

გააზიარე