სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა.
საბავშვო ბაღებში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია და მერის მოადგილე ცოტნე შონია.
სასწავლო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციების გათვალისწინებით მიმდინარეობს.
სააღმზრდელო პროცესის განახლებამდე კი მუნიციპალიტეტის 33-ვე საბავშვო ბაღში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.