ცხელი ხაზი : 599647050

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სასწავლო პროცესი დაიწყო

18 სექტემბერი, 2017

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი დაიწყო.
აღსაზრდელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება, მიულოცეს წალენჯიხის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორმა ნატო კვარაცხელიამ , საკრებულოს წევრმა, ქალაქ ჯვარის მაჟორიტარმა დეპუტატმა დარეჯან დადიანმა და სკოლამდელი აღზრდის ცენტრის თანამშრომლებმა.
წელს საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესს გააგრძელებს 1300- მდე აღსაზრდელი.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო მზაობის პროგრამა ყველა საბავშვო ბაღში განხორციელდება.

გაიხსნა ასევე 2 ახალი ჯგუფი პოლონური ორგანიზაციის დაფინანსებით მე-2 და მე-3 საბავშვო ბაღებში , კვება კვლავაც არის სამჯერადი .
დღეს ყველა საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი ერთდროულად განახლდა.

გააზიარე