ცხელი ხაზი : 599647050

სკოლებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ერთერტი მთავარი ნპრიორიტეტია

2 აგვისტო, 2019

    სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და თანამედროვე სტანდარტების დონის  მშენებლობა   მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

 აქედან გამომდინარე, მუნიციპალიტეტში  ყურადღება  ეთმობა   საჯარო  სკოლებში არსებული  ხარვეზების გამოსწორებას.

  მუნიციპალიტეტის  საჯარო  სკოლებში  დაწყებულია   სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც  მიმდინარეობს    შენობის გადახურვა,  სველი წერტილების, იატაკის,  სკოლის  ეზოების  შემოკავება, კარების რეაბილიტაცია  და  სხვა  სამუშაოები.

   აღნიშნულთან   დაკავშირებით,    საჯარო  სკოლებში  არსებულ მდგომარეობას   ადგილზე  გაეცნო     რეგიონული განვითარებისა და  ინფრასტრუქტურის  სამინისტროს  შესყიდვების  სამმართველოს ხელმძღვანელი   ოთარ  არევაძე. მასთან ერთად  იმყოფებოდნენ  წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  მერი  ბესიკ ფარცვანია, მერის  პირველი  მოადგილე  ცოტნე  შონია, წალენჯიხის    საგანმანათლებლო   რესურსცენტრის   უფროსი  ლირა  ღურწკაია,  მერიის   ინფრასტრუქტურის, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი ჯემალ კვარაცხელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულის  ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

    ოთარ არევაძე  ასევე  გაეცნო  წალენჯიხის მუნიციპალიტეტში  მიმდინარე  სხვა  ინფრასტრუქტურულ პროექტებს, დაათვალიერა  წალენჯიხასა და  ქალაქ  ჯვარში  მიმდინარე  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ოფისის მშენებლობა,ასევე  გაეცნო მედანის  საავტომობილო  გზაზე   მიმდინარე   სამუშაოებს. 

გააზიარე