ცხელი ხაზი : 599647050

სქურდილას უბანში საფეხმავლო ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს

27 ივლისი, 2019

წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  ობუჯის ადმინისტრაციულ ერთეულის  სქურდილას  უბანში  საფეხმავლო  ხიდის მშენებლობა  მიმდინარეობს.

    წლების  მანძილზე  მოსახლეობას უსაფრთხო  გადაადგილების  პრობლემა აწუხებდა     ,  ადგილობრივი  ხელისუფლების ძალისხმევით  კი შესაძლებელი გახდა   არნიშნული   პრობლემების  დადებითად გადაწყვეტა.   

    პროექტის  სახარჯთაღრიცხვო  ღირებულება  17  180 ლარს   შეადგენს.

    სამუშაოებზე დასაქმებულია ადგილობრივი მუშახელი.    
  

   მიმდინარე  სამუშაოები დაათვალიერეს წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  მერმა  ბესიკ ფარცვანიამ და მერის  მოადგილე  სევერიანე შეროზიამ.

  სქურდილას  უბანში  საფეხმავლო  ხიდის  სრული  სარეაბილიტაციო  სამუშაოების ჩასატარებლად , თანხები  საქართველოს მთავრობის განკარგულება # 2168 -ის საფუძველზე, სტიქიის შედეგად მიყენებული  ზიანის   სალიკვიდაციო   ღონისძიებების   განხორციელების  ფარგლებში  გამოყოფილიქნა.  

გააზიარე