ცხელი ხაზი : 599647050

სოფელ ეწერში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა დაიწყო

30 ოქტომბერი, 2018

    წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  სოფელ  ეწერში  ახალი  საჯარო  სკოლის  მშენებლობა  დაიწყო.    პროექტის  სახარჯთაღრიცხვო  ღირებულება  შეადგენს 2 233 414.41ლარს.

   სამუშაოებს  ასრულებს  ტენდერში  გამარჯვებული  კომპანია აგრომშენსერვისი.

  ახალი  საჯარო  სკოლა  გათვლილია 120  მოსწავლეზე, რომელიც  იქნება  თანამედროვე  სტანდარტების  დონეზე  კეთილმოწყობილი.

    სკოლა  საბოლოო  სახეს მიიღებს 2019  წლის ოქტომბერში.

    დღეს 30  ოქტომბერს,  სოფელ  ეწერში  იმყოფებოდნენ  და  მშენებლობის  საძირკვლის  ჩაყრას  ესწრებოდნენ   წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი  გოგა  გულორდავა,   წალენჯიხის   მუნიციპალიტეტის მერის პირველი  მოადგილე  გიორგი  ლუკავა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  თავმჯდომარე  თემურ  ღვინჯილია,  საკრებულოს   სამანდატო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე  თენგიზ  ფიფია და  წალენჯიხის  საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი  ლირა  ღურწკაია.

გააზიარე