ცხელი ხაზი : 599647050

სოფელ ეწერში ხანძრისგან სახლი დაიწვა

21 May, 2019

        წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  სოფელ  ეწერში მდებარე, ბიჭიკო  ციმინტიას   საცხოვრებელი   სახლი   მთლიანად   დაიწვა.

  წინასწარი  ინფორმაციით  ჯერ უცნობია, თუ რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, თუმცა სახლის  მეპატრონის  ინფორმაციით,    ცეცხლი  გაზის  ბალონის  აალების  შედეგად    გაჩნდა.

     შექმნილი  სიტუაციიდან გამომდინარე, ადგილზე   იმყოფებოდნენ წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  მერის  პირველი  მოადგილე  ცოტნე  შონია  და  მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი  ჯემალ კვარაცხელია, მეხანძრეები  ადგილზე  მუშაობენ და  მიმდინარეობს     ხანძრის გავრცელების  კერების ლოკალიზება.

 ადგილზე მობილიზებული იყო როგორც წალენჯიხის, ასევე ზუგდიდის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო ეკიპაჟები.

გააზიარე