ცხელი ხაზი : 599647050

სოფლის მეურნეობა

წალენჯიხაში   შენარჩუნებულიქნა  ქარტული  ჩაი   და  ის   ჩინურ ბაზარზე იყიდება.     ჩაის კომპანია ლაზში ჩინელმა ინვესტორებმა, პირველი ეტაპისთვის 80 ათასი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელეს.

     ქართულ-ჩინურ საწარმოში მწვანე და შავ ჩაის ჩინური ტექნოლოგიით აწარმოებენ. ამჟამად ჩაის კრეფის პროცესში 150-მდე ადგილობრივია დასაქმებული.

  კომპანია ლაზი ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობს.

"წლების განმავლობაში საქართველოში ჩაის კულტურა გაჩერებული იყო. ჩვენ ჩამოვედით და შევისწავლეთ მისი ხარისხი. თქვენ ნამდვილად უმაღლესი ხარისხის ჩაი გაქვთ. ჩაის უნდა მოვლა, რომ ამ ბიზნესმა წინ წაიწიოს, ამიტომაც ჩვენი ტექნოლოგიებით ვამზადებთ ქართულ ჩაის. აქ წარმოებული შავი და მწვანე ჩაი უმაღლესი ხარისხისაა. ვაპირებთ უფრო მეტ მუშაობას და ვგეგმავთ დიდი პროექტს, სადაც ინვესტიციები განხორციელდება" - აცხადებს ჭან ვან ხუ - ჭეძანის რანრანის ბიოტექნოლოგიური კომპანიის დამფუძნებელი.

მისი ქართველი პარტნიორის, გონერ სალიას, განცხადებით, ქართული ჩაი ჩინურ ბაზარზე მოთხოვნადია:

"პირველი პარტია 80 და 100 დოლარად გაიყიდა, მეორე პარტიის ხარისხი და დამზადების ტექნოლოგია კი გაუმჯობესდა და ახლა, წალენჯიხაში წარმოებული 1 კილოგრამი ჩაის ფასი, ჩინურ ბაზარზე 300 დოლარია."

ჭეძანის რანრანის ბიოტექნოლოგიური კომპანია სამომავლოდ ინვესტიციების გაზრდას და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, ასევე ქართველი ჩაის ტექნოლოგების გადამზადებას და ტრენინგებს, გეგმავს.

 

გააზიარე