ცხელი ხაზი : 599647050

'"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები მუჟავასა და ჭალეს ადმინისტრაციულ ერთეულში

2 მარტი, 2021

'"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები

მუჟავასა და ჭალეს ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა.

მოსახლეობასთან შეხვედრებს ესწრებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ცოტნე შონია და სხვა პირები.

საერთო კრებაზე მუჟავაში წყალსადენის რეაბილიტაცია, შემკრები ავზისა და გარეგანათებების მოწყობა დასახელდა. ოლორის უბანში მცხოვრებმა მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით გარეგანათებებისა და სკვერის მოწყობა დაასახელა.

ნაშამგუში წისქვილისა და წყალსადენის რეაბილიტაცია დასახელდა.

ჭალეში გარეგანათებების მოწყობა, ხიდ-ბოგირის მოწყობა, სანიაღვრე არხების გაწმენდა და ადმინისტრაციული ეზოს კეთილმოწყობა დასახელდა. ფოცხოეწერში საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია, საბავშვო ბაღის ღობის რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხების გაწმენდა და წისქვილის რეაბილიტაცია დასახელდა. ეწერფერდში წყალსადენის მილისა და შემკრები ავზის შეძენა,გარეგანათებების მოწყობა, წისქვილის მშენებლობა და ხიდ-ბოგირებზე ნაპირსამაგრი სამუშაოების შესრულება დასახელდა.

გააზიარე