ცხელი ხაზი : 599647050

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასრულებული სამუშაოები

9 ოქტომბერი, 2020

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარე წელს 125-მდე პროექტი განხორციელდა, რისთვისაც 644.000 ლარი იქნა გამოყოფილი.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელებული პროექტები წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ დაათვალიერა.

პროგრამის ფარგლებში ადმინისტრაციულ ერთეულებში მოეწყო ხიდ–ბოგირები, მილ–ხიდები, ფეხბურთის მოედნები, გარე განათება და სკვერები.

პროექტები, რომლებიც განხორციელდა, მოსახლეობის უშუალო ჩართულობით იქნა შერჩეული.

გააზიარე