ცხელი ხაზი : 599647050

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შერჩეული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს

10 ივლისი, 2019

   სოფლის   მხარდაჭერის   პროგრამის   ფარგლებში   შერჩეული   პროექტების განხორციელება   აქტიურად  მიმდინარეობს. 

    წალენჯიხის   მუნიციპალიტეტის   მერი   ბესიკ   ფარცვანია, მერის  პირველი  მოადგილე  ცოტნე  შონია  და  მერის  მოადგილე  სევერიანე  შეროზია    სამუშაო   პროცესს   ადგილზე  გაეცნენ   ნანჯარუსა და  ქვედა  მაზანდარას  ტერიტორიაზე.

    ნანჯარუ-სალუკაოს  ტერიტორიაზე      მინი-სპორტული მოედნის   მოწყობა  მიმდინარეობს,  სახარჯთაღრიცხვო  ღირებულება  შეადგენს       6260  ლარს.

    ქვედა მაზანდარაში    კი   სასაფლაომდე   მისასვლელ   გზაზე  ბეტონის   საფარის მოწყობა მიმდინარეობს,   სახარჯთაღრიცხვო  ღირებულება  შეადგენს       8738  ლარს.     

 პროექტების   შესარჩევად   თითოეულ   დასახლებაში    საერთო   კრებები    ჩატარდა და პრიორიტეტები   სწორედ   ადგილობრივ   მოსახლეობასთან   კონსულტაციების შედეგად გამოვლინდა.

   მოსახლეობის   მიერ   შერჩეულ   პრიორიტეტებს   შორისაა:   შიდა   გზების   მოხრეშვა, სასმელი   წყლის   სისტემების, სანიაღვრე   არხებისა   და   გარე   განათების   მოწყობა, სასაფლაოების   შემოღობვა,   თავშეყრის   ადგილების    რეაბილიტაცია   და   სხვა”.

  

გააზიარე