ცხელი ხაზი : 599647050

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’’ ფარგლებში შეხვედრები დაიწყო

10 თებერვალი, 2020

✔    ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’’ ფარგლებში   განსახორციელებელი პროექტების   შერჩევის   მიზნით,  წალენჯიხის  მუნიციპალიტეტში   მოსახლეობასთან   შეხვედრები დაიწყო.

✔   კრებები და საჯარო კონსულტაციები   დღეს  ჭალეს  ადმინისტრაციული  ერთეულის  ეწერფერდისა  და  ფოცხო-ეწერის   დასახლებაში   გაიმართა.

 ✔  მოსახლეობის   მიერ,   პრიორიტეტების შერჩევის  პროცესს,       ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები  ესწრებოდნენ.

✔ ეწერფერდში  მცხოვრებმა  მოსახლეობამ   შეხვედრებზე     პრიორიტეტად    შიდა  გზების მოხრეშვა, სანიაღვრე  არხების  ამოწმენდა  და  წყლის  სისტემების  რეაბილიტაცია დაასახელა.

✔ფოცხო-ეწერის  მოსახლეობამ კი  საბავშვო  ბაღისათვის  ინვენტარის  შეძენასა  და  საკანალიზაციო  სისტემების  რეაბილიტაციაზე  გაამახვილა ყურადღება.  

გააზიარე