ცხელი ხაზი : 599647050

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის “ ფარგლებში შეხვედრები გრძელდება

27 თებერვალი, 2019

დღეს,    26  თებერვალს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი  პროექტების  შერჩევის მიზნით,    დასახლების  კრებები  გაიმართა     ლიას   -  ზედა ლიას , მახარიას, პალურის,   სოფელ  ეწერის ,ლექარდესა და ლეძაძამეს  ტერიტორიაზე  მცხოვრებ  მოსახლეობასთან  .

             კრების  მონაწილეებმა  ხმათა  უმრავლესობით  დასახლებისთვის  პრიორიტეტულ  პროექტებს დაუჭირეს მხარი.  მათ  შორის:   შიდა საავტომობილო  გზების მოხრეშვას,  საბავშვო ბაღებში დგამ-ავეჯისა და სათამაშოების შეძენასა და რეაბილიტაციას,    წყალგაყვანილობის სისტემების რეაბილიტაციას, ცხაურებისა   და   სანიაღვრე არხებისა   და         გარე  განათებების  მოწყობას.
  
  მოსახლეობასთან გამართულ  შეხვედრას   ესწრებოდნენ  სახელმწიფო  რწმუნებულის  მოადგილე  სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ნინო  ვიბლიანი,   წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  მერი   ბესიკ ფარცვანია   ,მერის   პირველი   მოადგილე  გიორგი  ლუკავა,      წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დარეჯან დადიანი   და   მერის  წარმომადგენლები  ადმინისტრაციულ ერთეულებში .   

       
         საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ დაფინანსება  გაორმაგდა და   წალენჯიხის  მუნიციპალიტეტისთვის  საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან    -644 ათასი   ლარი  გამოიყო.

გააზიარე