ცხელი ხაზი : 599647050

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით “ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით კრებები გრძელდება

28 თებერვალი, 2019

     „სოფლის   მხარდაჭერის   პროგრამით  “  დასაფინანსებელი  პროექტების  შერჩევის  მიზნით,    დასახლების  კრებები  გაიმართა       ნაკიფუს, ულურიის, ნანჯარუს, ლეჯას, მიქავას, ლეჯოლოხეს, ლეღვინჯილეს, ობუჯის, სამესხიოსა   და  ჯაღირას  ტერიტორიაზე  მცხოვრებ  მოსახლეობასთან  .

             კრების  მონაწილეებმა  ხმათა  უმრავლესობით  დასახლებისთვის  პრიორიტეტულ  პროექტებს დაუჭირეს მხარი.     

       ნაკიფუს, ნანჯარუს, ულურიის, ლეჟას, მიქავას, ლეჯოლოხესა და ლეღვინჯილეს    ტერიტორიაზე   დასახელდა  შიდა საავტომობილო  გზების მოხრეშვა,    წყალგაყვანილობის სისტემების რეაბილიტაცია, ცხაურებისა   და   სანიაღვრე არხების, გარე  განათებების  მოწყობა.

   ობუჯის  მოსახლეობამ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა შინმოუსვლელთა  მემორიალისა და 9 აპრილის სკვერის რეაბილიტაცია,  ლეო  ქიაჩელის სახელობის  ბიბლიოთეკის  რეაბილიტაცია,  ნიკოლოზ შენგელაიას სახლმუზეუმის  ჭიშკრის  მოწყობა, სავარგულებთან მისასვლელი  გზების გაჭრა, გარეგანათებების მოწყობა. ჯაღირასა და სამესხიოში კი  მთავარ პრიორიტეტად  შიდა საუბნო გზების მოხრეშვა, ცხაურებისა   და  სასმელი  წყლის ბასეინის მოწყობა დასახელდა.

    
  
      მოსახლეობასთან გამართულ  შეხვედრას      ესწრებოდა  წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  მერი   ბესიკ ფარცვანია, მერის  წარმომადგენლები  ადმინისტრაციულ ერთეულებში  და   მაჟორიტარი  დეპუტატები .   

       
           საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ დაფინანსება  გაორმაგდა და   წალენჯიხის  მუნიციპალიტეტისთვის  საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან    -644 ათასი   ლარი  გამოიყო.

გააზიარე