ცხელი ხაზი : 599647050

სოხუმის დაცემიდან 25 წელი გავიდა

27 სექტემბერი, 2018

დღეს, 27  სექტემბერს , ჯგალის წმინდა  გიორგის სახელობის  ტაძარში, მიცვალებულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა.  რომელსაც ესწრებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე  გიორგი ლუკავა,   წალენჯიხის საკრებულოს სამანდატო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე  თენგიზ ფიფია და დევნილები აფხაზეთიდან.

     მიცვცალებულთა   სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა   ტაძრის წინამძღვარმა ,  დეკანოზმა ილია ლუკავამ.  მან,  ქადაგებაზე დამსწრეებს  მიულოცა ჯვართამაღლების დღესასწაული და  დალოცა ქართველი ერი.   

    ოფიციალური მონაცემებით, აფხაზეთის ომმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 6 ათასი მკვიდრი იმსხვერპლა, 3-4 ათასი მშვიდობიანი მოსახლე უგზოუკლოდ დაიკარგა, ხოლო ბრძოლის ველზე 8-9 ათასი მეომარი დაიღუპა. რაც შეეხება აფხაზური მხარის დანაკლისს, დაიღუპა 3 500, ხოლო 2 ათასზე მეტი აფხაზი დაიჭრა. აფხაზეთის კონფლიქტი - ეს იყო მრვალი ათწლეულის განმავლობაში, ჯერ კიდევ საბჭოთა იმპერიის პირობებში მომზადებული ,,ნაღმი“, რომლის საშუალებითაც რუსეთი მიზნად ისახავდა, ეთნოკონფლიტის საფარველით , აფხაზეთში, ისევე როგორც ცხინვალის რეგიონში, ძმათამკვლელი ომის გაჩაღებას და ამ ძირძველი ქართული მიწების საქართველოსგან ჩამოშორებას. ის, რომ საქართველოში მიმდინარე კონფლიქტები კრემლის მიერ ინსპირირებული იყო, ამის დადასტურებას წამოადგენდა 2008 წლის აგვისტოს ომი, რის შემდეგაც ეთნოკონფლიქტების სამართლებრივი რეჟიმი იქცა ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივ რეჟიმად, ხოლო საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად იქნა აღიარებული.

გააზიარე