ცხელი ხაზი : 599647050

სტიქია წალენჯიხაში

25 ივლისი, 2019

        ძლიერი  წვიმის    შედეგად    წალენჯიხის   მუნიციპალიტეტში    ქალაქის   შიდა  ქუჩები  და  ადმინისტრაციული  ერთეულების  ტერიტორიები    დატბორილია.       ძლიერმა  წვიმამ    საცხოვრებელი  სახლები, საკარმიდამო ნაკვეთები   და   გზები დატბორა, ზოგან  კი   მეწყერია ჩამოსული.

   უხვმა  ნალექმა    წალენჯიხის, საჩინოს, მუჟავას, ჯგალის,  ნაკიფუს, ობუჯის   ადმინისტრაციულ  ერთეულებში  დააზიანა   ასევე   ხიდბოგირები, ჩამორეცხა  გზები.     

      შექმნილი  მდგომარეობიდან გამომდინარე  ადგილზე  იმყოფებოდნენ  წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  მერის  პირველი  მოადგილე  ცოტნე  შონია   და  მერიის  ინფრასტრუქტურის, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი ჯემალ კვარაცხელია.

    სტიქიის  შემსწავლელი  კომისია ადგილზე   ითვლის  ზარალს .     

გააზიარე