ცხელი ხაზი : 599647050

სტიქიის შედეგები

24 April, 2017

როგორც მოგეხსენებათ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა დააზარალა ადმინისტრაციული ერთეულები. კერძოდ:ქალაქი ჯვარი,მუჟავა,ჭალე, ჩქვალერი,ფახულანი. ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა-8 საცხოვრებელ კორპუსს ქალაქ ჯვარსა და ფოცხოს დასახლებაში, ასევე 60-მდე კერძო საცხოვრებელ სახლს გადახადა სახურავი . დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. ძლიერმა ქარმა მოგლიჯა მრავალწლიანი ხეები. სტიქიამ თხილისა და სხვა კულტურების მოსავლის 70% გაანადგურა.

გააზიარე