ცხელი ხაზი : 599647050

თერმული ნისლის ტექნოლოგიით შეწამვლა

10 ივნისი, 2019

დღეს, 9 ივნისს 21:30 საათიდან დაიწყო და მიმდინარეობს თერმული ნისლის ტექნოლოგიით შეწამვლა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ლიაში, მუჟავაში, ფახულანსა და ჭალეში. შეწამვლის პროცესს ადგილზე დაესწრნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია და მერის მოადგილე სევერიანე შეროზია.
უსაფრთხოების დაცვის მიზნით კი ადგილობრივ მოსახლეობას, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი, თერმული ნისლით წამლობის შესახებ, სატელეფონო გზავნილის მეშვეობით 24 საათით ადრე აფრთხილებს.
ღონისძიებები მეფუტკრეების ინტერესების გათვალისწინებით იგეგმება, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული ფუტკარი.
ღონისძიებების დაწყების შესახებ, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ გაიარონ SMS რეგისტრაცია და გზავნილების მეშვეობით მიიღონ დეტალური ინფორმაცია. საკოორდინაციო მართვის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.parosana.ge

გააზიარე