ცხელი ხაზი : 599647050

ტრადიციული სამუშაო თათბირი მერის წარმომადგენლებთან

22 ივლისი, 2019

     წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ცოტნე შონიამ,   მერის წარმომადგენლებთან ადმინისტრაციულ ერთეულებში , ტრადიციული  სამუშაო  თათბირი გამართა. 
   

     სხდომას ესწრებოდნენ   წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე სევერიანე შეროზია,   წალენჯიხის მუნიციპალიტეტის  მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი  ლაშა  არქანია,  ააიპ წალენჯიხის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ვეფხია შელია და მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი ჯემალ კვარაცხელია.

    სამუშაო შეხვვედრაზე        ისაუბრეს    სოფლის მხარდაჭერის  ფარგლებში  მიმდინარე პროექტებსა   და  აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების   მიმდინარეობასთან  დაკავშირებულ საკითხებზე.

    სხდომაზე  აღინიშნა, რომ  საკარმიდამო  ფართობები, თერმული  ნისლის ტექნოლოგიით, საყანე ფართობების პერიმეტრი,   კი ცივი შესხურებით მუშავდება,    ხელახლა    დამონტაჟდება  ასევე „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები.   

    ასევე ისაუბრეს   სიმინდის კულტურაში გავრცელებულ მავნებლებზე,  რომლის  შეწამვლის  პროცესი  გამოდარებისთანავე  დაიწყება.

  

გააზიარე