ცხელი ხაზი : 599647050

ტრადიციული საშობაო „ალილოს“ მსვლელობა

7 იანვარი, 2020

ქრისტესშობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში საშობაო ალილოს მსვლელობა გაიმართა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სამღვდელოება და მრევლი მსვლელობით დაიძრა. მსვლელობის მონაწილეებმა ალილოს სიმღერით ქალაქის ქუჩები შემოიარეს და მოსახლეობას შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს. ალილოს მონაწილეებს მსვლელობაში შეუერთდნენ სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, საჯარო მოხელეები. საშობაო საჩუქრები ურემზე შეგროვდა, რაც მოგვიანებით სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაურიგდებათ

გააზიარე