ცხელი ხაზი : 599647050

ტრენინგ-სემინარი

30 ივლისი, 2018

 მ/წ. 27 ივლისს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის სხდომათა დარბაზში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის პირველადი ჯანდაცვის მედპერსონალთათვის ჩატარდა ტრენინგ-სემინარი,რომლის ორგანიზატორი გახლდათ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. ტრენინგ-სემინარი წაიკითხა ირინა კალანდაძემ. შეხვედრაზე საუბარი იყო პოქსვირუსების გამოვლენასა და დიაგნოსტიკაზე.
პოქსვირუსი გავრცელებულია მთელს მსოფლიოში.დაავადებას იწვევს როგორც ადამიანებში,ასევე სხვადასხვა სახეობის ცხოველებში.როგორც წესი,აზიანებს კანს ან გამოხატულია გამონაყრით.ადამიანის დაინფიცირება ჩვეულებრივ ხდება კონტაქტით დაავადებულ საქონელთან, ადამიანთან ან დაინფიცირებულ საგნებთან.
ამ დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში ექიმებმა,პაციენტები უნდა გააგზავნონ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ლაბორატორიაში.
ტრენინგის დასასრულს გაიმართა დისკუსია.ასევე, მედპერსონალს დაურიგდა საინფორმაციო ბუკლეტები პოქსვირუსებთან და C ჰეპატიტთან დაკავშირებით. წალენჯიხის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის ექიმებთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ წალენჯიხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი თამარ კვარაცხელია და ამავე ცენტრის წარმომადგენლები.
დღის ბოლოს კი ისაუბრეს C ჰეპატიტთან დაკავშირებულ საკითხებზე და ვირუსის თავიდან აცილების გზებზე

გააზიარე