ცხელი ხაზი : 599647050

ტრენინგი იმუნიზაციის საკითხებზე

2 ნოემბერი, 2018

   დღეს, 2 ნოემბერს, დაავადებათა  კონტროლისა  და საზოგადოებრივი  ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის  ინიციატივით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივ ჯანდაცვის  ცენტრში გაიმართა  ტრენინგ-შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის პირველადი ჯანდაცვის ექიმები. შეხვერდაზე საუბარი იყო იმუნიზაციის ელექტრონული მოდულის გამართულ მუშაობაზე.

     მედ-პერსონალთათვის ტრენინგი ჩაატარა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი    ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან იმუნიზაციის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა მარიამ დავითაშვილმა.

    შეხვედრაზე, ექიმებთან ერთად იმყოფებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი თამარ კვარაცხელია და ამავე ცენტრის წარმომადგენლები.

გააზიარე