ცხელი ხაზი : 599647050

ტურისტული მარშრუტები და კემპინგი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
,,ტობავარჩხილი“ 
სამთო ტურიზმი (სურათი 1)


მარშრუტი: წალენჯიხა - სქური - კურნახონა - ჩხოროწყარი - მთა ცაშკიბული - გირძე და კუნტა ბული - მდ. მაგანას სათავე - ტობავარჩხილი (ტბები: ჭიჭე ტობავარჩხილი, ოხოჯე, კალაში, დიდღელე) - მდ.მაგანას ხეობა - ქუაოქანცაია - ჩქვალერი - ჯვარი -ენგურჰესის კაშხალი - სვანეთი - ანაკლია - მარტვილის კანიონი.

ტურისტები დაათვალიერებენ შემდეგ ისტორიულ და ბუნების ძეგლებს: 
წალენჯიხა, ობუჯის თემი,- ლეო ქიაჩელის და გიორგი შენგელაიას სახლ-მუზეუმი, ჯაღირას სამონასტრო კომპლექსი, ობუჯის მონასტერი, (სურათი 2-3)

ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმი (სურათი 4)

მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესია (სურათი 5)
რესტორნები: ჩელა, დემო, ლაკადა. (სურათი 6-7)

ს. ჯგალი. (სურათი 8)

სქური: სქურის საეკლესიო კომპლექსი. სქურის სასტუმრო. (სურათი 9-11)


კურნახონა (აშენებულია თავშესაფარი)
ჩხოროწყარი (მთის ქანის ხუთმეტრიან მონაკვეთში ცხრა წყარო გამოდის)
,,ცაშკიბული“ (სურათი 12)
,,ტობავარჩხილი“ (სურათი 13)
აქედან შეიძლება ნახოთ ტბები: ჭიჭე ტობავარჩხილი, კალაში, ოხოჯე, დიდღელე.
მდ. მაგანას სათავე. ,,ტობავარჩხილის“ ჩანჩქერი. (სურათი 14) 
,,ქუაოქანცაია“ (სურათი 15)
ჩქვალერი (აკაკი და არიანე ჭანტურიების სახლი, ეგნატე ფიფიას სახლ-მუზეუმი, ინწრას ჩანჩქერი. (სურათი 16)
ჯვარი (ოცამდე ციხე-მონასტერი, ენგურჰესის კაშხალი) (სურათი 17-18)

ამ ადგილიდან, სურვილის მიხედვით, ტურისტებს შეუძლიათ გზა განაგრძონ შემდეგი მიმართულებებით: 1.სვანეთი 2.ანაკლია 3.მარტვილის კანიონი.
დაწვრილებითი ცნობებისათვის მოგვმართეთ: ქ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო, კ.სალიას ქ. N5, ინდექსი 520. ტელ. +995 599857120 მერაბ კვარაცხელია ელ.ფოსტა: merabi.kvaratskhelia@yahoo.com
აქტიური ტურიზმის მოყვარულებს გელოდებით!

გააზიარე