ცხელი ხაზი : 599647050

ტურიზმი წალენჯიხაში

  

          სამეგრელოს ულამაზეს ადგილებს ამშვენებს წალენჯიხის სანახები ერთი თვალის შევლებითაც კი სამარადჟამოდ მოგნუსხავთ აქაური ბუნება.

  ლაკადა მთისწინა სამეგრელოს აღნიშნავს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქვალერს  სამკაულად მორგებია მდინარე ინწრა  35 მ სიმაღლიდან ეშვება მდინარის ჩანჩქერი და ხავსების საუფლოში, ბზის ათასწლოვან კორომთა შორის მირაკრაკებს  ;აქ ყველაფერი მისტიკური ეჩვენება ადამიანს ვიწრო ბილიკი ალპური მინდვრებისკენ უხმობს თავგადასავლის მოყვარულს და მინდვრებისკენ. ყოველი ნაბიჯი ყვირას მასივს გაახლოებს ბარხას მღვიმის ლაბირინთები ;ზღვის დონიდან 850 მეტრზე სოფელ ლეშამგედან 3 კილომეტრში, მეჯოგეთა საზაფხულო სადგომ ბარხაზე. მღვიმე არის დერეფნის ტიპის და რამდენიმე სართულისგან შედგება. გამოკვლეული ნაწილის ჯამური სიგრძე 200 მეტრამდეა. სიღრმე - 80მდე. კურორტ სქურის წარსული და სამომავლო პერსპექტივები წალენჯიხიდან 12 კილომეტრის დაშორებით, მდინარე ჭანისწყლის ნაპირას, ზღვის დონიდან 450-500 მეტრზე მდებარეობს კურორტი   სქური   , რომელიც მდიდარია მინერალური წყლებით და ისტორიული ძეგლებით.

   სახელწოდება  სქური  ნიშნავს ტყიან, წყლიან ხეობას.  ის ეგრისის ქედის განშტოებებით  თარზენით  და   ბოგაშით   არის შემოსაზღვრული, რომელიც მდიდარია სხვადასხვა სახის წიაღისეული სიმდიდრეებით  კურორტის ტერიტორია უძველეს დროში თავდაცვითი ხასიათის ყოფილა, აქ არსებობდა კლდეკარი, რომლის ჩაკეტვის დროსაც მოსახლეობა დაცული იყო მომხვდურისაგან.

      სქურის ტერიტორიაზე მდინარე ჭანისწყალს, მრავალი შენაკადი ერთვის, ნოლიმერი, კიკონია, სქურისწყალი, გარამელა, აბანოს ღელე, ლებიავახაში და სხვ. თითოეული მათგანი წარმოდგენილია ულამაზესი ხეობებით.  ჭანისწყალზე აგებულია მცირე ჰესი  სქურ-ჰესი, რომელიც 1958 წლიდან დღემდე მოქმედებს  სქურის მიდამოები აგრეთვე მდიდარია ისტორიული ძეგლებით, მათ შორის აღსანიშნავია სქურის ეკლესია, სქურის ციხე, ზურგიანი კოშკი, სენაკის ნაშთი, ნაეკლესიარი მთავარანგელოზი, დარბაზული ელკესიის ნანგრევი (მდინარე  კიკონიას   ხევის მარჯვენა მხარეს).კურორტ სქურში ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი, ზომიერი ტემპერატურა, დაბალი ბარომეტრული წნევა და ჟანგბადის სიუხვეა, რაც განპირობებულია მთისა და ზღვის შეზავებული ჰაერით. (საშუალო ტემპერატურა 2-4 გრადუსია)უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სქურის წყალმა 1920 წელს შეიძინა სამკურნალო წყლის სტატუსი  1940 წელს დაარსდა სანატორიუმი, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან და კუთხიდან ჩამოსული ადამიანები გადიოდნენ მკურნალობას (მინერალიზაცია 1.7, იონები მგ. ეკვივალენტში c173s0421).სქურის წყალი სამკურნალო მინერალური წყალია რომელიც დადასტურებულია საქართველოს შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 5 ნოემბრის ბრძანება #310/ნ -ით.საბადო დაკავშირებულია შუა და ზედაიურულ, ცარცულ და პალეოგენურ ნალექებთან, წყალი ჭაბურღილით არის ამოყვანილი შუა იურული ბაიოსურის ვულკანოგენური ქანებიდან. დებიტი 60-65 ათ ლ/დ.ღ სამედიცინო ჩვენება: საჭმლის მომნელებელ ორგანოთა; საყრდენ სამოძრაო აპარატისა და პერიფერიულ ნერვულ სისტემათა დაავადებები.&nbsp;<br />&bull; საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებები:<  საყლაპავი მილის ანთებები   რეფლუქსი-ეზოფაგიტი, მტკივნეული, დისპეპტიური, დისფაგიური, შერეული ფორმის   მსუბუქი და საშუალო ხარისხის, გამწვავების ფაზის გარეშე. კუჭის დაავადებები   ქრონიკული გასტრიტი:   ა) შენარჩუნებული სეკრეციული ფუნქციით;   ბ) დაქვეითებული სეკრეციული ფუნქციით .გ) მომატებული სეკრეციული ფუნქციით, გამწვავების ფაზის გარეშე.3. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული  რემისიისა  და  არასრული რემისიის ფაზაში, სისხლდენისადმი მიდრეკილების გარეშე. წყლულის ოპერაციიდან 2 თვის შემდეგ. 4.კოლიტი და ენტეროკოლიტი ; ქრონიკული, სხვადასხვა ეტიოლოგიის (ტუბერკულოზური, სტენოზური და ბაქტერიული წარმოშობის გარდა), გამწვავების ფაზის გარეშე. 5.ღვიძლის, სანაღვლე გზებისა და პანკრეასის დაავადებები ; ინფექციური ჰეპატიტი, ჰეპატიტის შემდგომი ნარჩენი მოვლენებით, არააქტიურ ფაზაში, დაავადებიდან 1-2 თვის შემდეგ ღვიძლის ფუნქციის მცირე გადახრებით.6 ჰეპატიტი ; ქრონიკული, სხვადასხვა ეტიოლოგიის, არააქტიურ ფაზაში, ღვიძლის ფუნქციების უმნიშვნელო გადახრებით.7. ქოლეცისტიტი და ქოლანგიტი ; ქრონიკული მიმდინარეობის, სხვადასხვა ეტიოლოგიის, იშვიათი შეტევებით, ოპერაციის შემდგომ პერიოდში ; 4-5 თვე.8. ნაღვლკენჭოვანი დაავადება ; ინფექციით გართულებისა და ხშირი გამწვავების გარეშე, მხოლოდ მდგრადი რემისიის ფაზაში.9.პანკრეატიტი ; ქრონიკული მიმდინარეობის (ტუბერკულოზურის გარდა), ხშირი გამწვავების გარეშე, ქრონიკული პანკრეატიტის ლატენტური ფორმა.; ძვალ-კუნთოვანი სისტემის დაავადებები

  1. რევმატოიდული პოლიართრიტი ; რევმატოიდული ართრიტი, უპირატესად სახსროვანი და კლინიკურად კომბინირებული ფორმის არააქტიურ ფაზაში, პროცესის მინიმალური და საშუალო აქტივობით, ავადმყოფის თვითმომსახურების უნარით.2. გარკვეული ეტიოლოგიის ინფექციური პოლიართრიტი &ndash; ბრუცელოზური, გონორეული, ტიფის, გრიპის, ტრავმის შემდგომი და ა.შ., აქტივობის ნიშნების გარეშე. 3. ოსტეოართრიტი, ოსტეოართროზი ; დისტროფიული, კეთილთვისებიანი დისტროფიული ოსტეოართროზი ნივთიერებათა ცვლისა და ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციის მოშლის შედეგად მეორადი სინოვიტითა და ტროქანტერიტით. 4. ხერხემლის ოსტეოქონდროზი ; მოზრდილთა ოსტეოქონდროზი და ხერხემლის არასტაბილურობა, მეორადი ნევროლოგიური მოშლილობით ან მის გარეშე, ავადმყოფის თვითმომსახურების უნარით. 5. სპონდილოზი და სპონდილოართროზი ; ხერხემლის მოძრაობის მკვეთრი შეზღუდვის გარეშე. 6. ანკილოზირებული სპონდილოართროზი ; ბეხტერევისა და შტრუმპელმარის დაავადებები, ხერხემლის რევმატოიდის მსგავსი ართრიტი, ავადმყოფის გადაადგილების უნარის შენარჩუნებით, პროცესის აქტივობის უმეტეს II ხარისხისა. 7. სპონდილიტი და ოსტეოქონდრიტი ; ინფექციური წარმოშობის (არატუბერკულოზური) სპონდილიტი. მალთაშუა და მალის სხეულის ოსტეომიელიტი, ავადმყოფის დამოუკიდებელი გადაადგილების უნარის შენარჩუნებით. 8. ტრავმული სპონდილოპათია &ndash; ავადმყოფის დამოუკიდებელი გადაადგილების უნარის შენარჩუნებით. 9. ძვლის მოტეხილობები ; სხვადასხვა მოტეხილობები შენელებული კონსოლიდაციითა და მტკივნეული ძვლოვანი კორძებით.
  2.  
  3. 10. მიოზიტი, ფიბროზიტი, პერიართრიტი, ეპიკონდილიტი, სახსრების კონტრაქტურა და დიუპიუტრენის კონტრაქტურა სხვადასხვა ეტიოლოგიის, ქრონიკულ ფაზაში.
  4. ნერვული სისტემის დაავადებები  პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები   რადიკულიტი, რადიკულონევრიტი ;
  5. გამოწვეული ოსტეოქონდროზით და ტოქსიკური, ინფექციურ-ალერგიული წარმოშობის, ლუმბალგია, ლუმბოიშიოლოგია, რადიკულიტი, იშიასი ;
  6. მწვავე პროცესის დამთავრების შემდეგ და ქვემწვავე სტადიაში, არასრული რემისიის ფაზაში, ქრონიკული მიმდინარეობის რემისიის ფაზაში.2. პერიფერიული ვეგეტაციური ნერვული სისტემის დაავადებები ; კისრის უკანა სიმპათიკური სინდრომის და სიმპათო-განგლიონიტის თანხლებით, ვეგეტაციური პოლინევრიტი, სიმპათიკური განგლიო-ტრუნციტი მწვავე პერიოდის დამთავრების შემდეგ.
  7. 3. ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები და ტრავმები ; მენინგოენცეფალიტი, ენცეფალიტი, თავის ტვინის შერყევის შორეული შედეგები (ენცეფალოპათია), კისრის მიელოპათია, გულმკერდის მიელოპათია და ა.შ. მწვავე პერიოდის დამთავრებიდან 3-6 თვის შემდეგ.4. ნერვული სისტემის ფუნქციური და სხვა დაავადებები ; ნევროზი, ნევრასთენია, რეინოს დაავადება, პროფესიული ნევროზი, შაკიკი, პროგრესული კუნთოვანი დისტროფია (ერბის დისტროფია, ლანდუზი-დეჟერინის, შარკომარის დაავადებები) მსუბუქ სტადიაში, ავადმყოფის დამოუკიდებელი გადაადგილებისა და თვითმომსახურების უნარის შენარჩუნებით. აღნიშნული წყალი სრულად აკმაყოფილებს სახელმწიფო სტანდარტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ დადგენილი მონაცემების მიხედვით, რადიაციული ფონი მიმდებარე ტერიტორიაზე ზღვრულ დასაშვებ ნორმას არ აღემატება.
  8. სამწუხაროდ დღეს ვერ ხერხდება მინერალური წყლის ჩამოსხმა, თუმცა ადრეულ პერიოდში ჩამოსხმა ადგილზე ხდებოდა და წყალი გასაყიდად გაჰქონდათ, როგორც ადილობრივ ისე სხვა ქვეყნის ბაზარზე. დღესდგეობით კი ეს საკითხი პრობლემურია, აღნიშნულის მოსაგვარებლად კი მნიშვნელოვანია ინვესტორების დაინტერესება ამ მიმართულებით და მათთან მჭიდრო თანამშრომლობა. ამ თვალსაზრისით კი მნიშვნელოვანია იმ ტურისტული პერსპექტივების სათანადოდ წარმოჩენა, რომელიც გააჩნია ამ ტერიტორიას კერძოდ:1. საკურორტო ტურიზმის განვითარების პერსპექტივა  ტურიზმი.ყოფილი კურორტი სქური,საკურორტო ტურიზმის ფართო განვითარბის საშუალებას იძლევა, ,ზამთარი იცის, თბილი, მცირე თოვლიანი, გაზაფხული გრილი, ნოტიო,ღრუბლიანი, ზაფხული თბილი, უხვმზიანი,შემოდგომა ზომიერად გრილი, მზიანი, ძირითადი სამკურნალო ფაქტორებია, ჰაერი, მინერალური სასმელი წყალი,წყლის აბაზანა. სქურის წყალი მიეკუთვნება სუფატურქლორიდ,ნატრიუმ&ndash;კალიუმიანი ტიპის წყალს.
  9. 2. საეკლესიო ტურიზმის განვითარება  საეკლესიო ტურიზმის განვითარება შესაძლებელია წალეჯიხის მაცხოვრის ფერისცვალვალების ეკლესიის ბაზაზე (X-XI ს.ს) რომელიც უნიკალური ძეგლია, მის კედლებზე შემორჩენილია ფერწერის ძვირფასი ნიმუშები.
  10. ასევე მუნიციპალიტეტი მდიდარია ძეგლებით, ჯაღირას ციხე სიმაგრის კომპლექსი, ობუჯის მონასტერი სამრეკლოთი, ზურგიანი კოშკი, სქურის ეკლესიათა კომპლექსი,ლესალეს ციხე სიმაგრე, ნაციხარის კომპლექსი ,,დიდი ქირსა ,კოშკი ,,ომუნეს ჯიხა”;ციხე კოშკი;გაგაჩი;ეკლესია;გუბანი;კოშკი;ქართლაში ციხე;
  11. ეკლესია   ლებარე ;  ნაეკლესიარი  ; ნაზიმაკოჩი  
  12. ბუჭიას სალოცავი ;
  13. არქიტექტურულ ეკლესიათა კომპლექსი  მთავარანგლოზის  ეკლესია’   ნაოხვამუ,ნაჯიხარი და სხვა.
  14. სამთო ტურიზმის განვითარება<სამთო ტურიზმი.
  15. ეგრისის მთების მნიშვნელოვანი ნაწილი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა მოქცეული, ამ ქედის ყველაზე უფრო ლამაზი ნაწილია მთა
  16. ჭითაგვალა3226 მ.ზ.დ.) მთა  ლაკამურაში  დუდი (3111 მ.ზ.დ.)
  17. მთა ცაშკიბული ; ტობავარჩხილი;ადგილი   ჩხოროწყარი,ადგილი ქუაცანცალია, ყვირას  კირქვიანი მასივები(2200;2037 მ.ზ.დ.)
  18. საინტერესოა მთის ტყეები,სუბალპური და ალპური, მდელოები მრავალფეროვანი ფლორით და ფაუნით (ძელქვა, ბზა,კავკასიური და პონტური როდოდენდრომი, სამეგრელოს არყი,) . მთის მდინარეები და ჩანჩქერები მდინარე მაგანას კანიონი, ჯვარის წყალსაცავი, მისი მიმდებარე ტყეები. სამონადირეო ტურიზმი მთის ტყეები ალპური და სუბალპური მდელოები, ძნელად მისადგომი მთები და ჭიუხები, გარეული ნადირფრინველთა საუკეთესო საბინადრო ადგილებია, გავრცელებული ცხოველები: გარეული ღორი, მურა დათვი და სხვა.
  19.  მიმზიდველი ადგილებია: მთა ჭითაგვალა;
  20. ტბა ტობავარჩხილი ,მდინარე მაწურწყალის ჩანჩქერი,მდინარე მაგანას ხეობა და კანიონი, ;
  21. ყვირას კირქვიანი მასივი;მოქანავე ლოდი -ქუაცანცალია;
  22. ჯვარის წყალსაცავი, ინწრას ჩანჩქერი, ჭანისწყლის ხეობა.
  23. ტურისტული მარშრუტები : 1. ფოცხო ოხაჩქუეს კირქვიანი მასივი, ჯვარის წყალსაცავის მარჯვენა სანაპირო, ფოცხო. 2. ხოკო  მაგანას კანიონი,წყავაში, ქუაუჩა, ტობავარჩხილი. 3. მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი, სქურის სამონასტრო კომპლექსი. 4. სქური, ჩხოროწყარი, ცაშიკიბული, 5. ობუჯის სამონასტრო კომპლექსი, ქიაჩელის და შენგელაიების სახლმუზეუმი. 6. ტერენტი გრანელის, აკად. ტარას კვარაცხელიას, აკად. ეგნატე ფიფიას სახლმუზეუმები.

ასევე ყველა პირობაა შექმნილი, ეკოლოგიური ტურიზმის გასავითარებლად. სქურის წყალი, (რომელიც დღეს მდინარეში ჩაედინება),სამკურნალო გამანჯანსაღებელი სანატორიუმი, -- მეპატრონეს (მენეჯერს) ელოდება, მუნიციპალიტეტის   მერიას   ამისთვის ფართოდ აქვს კარები გაღებული, რათა ინვესტორმა თავისი მოგება ნახოს ხოლო მუნიციპალიტეტმა ეს კუთხე (სუფთა ჰაერი,მინერალური წყალი,ულამაზესი ხეობები, მთის სილამაზე) 

გააზიარე