ცხელი ხაზი : 599647050

უმაღლესი ხარისხის ჩაის წარმოების ტექნოლოგიების სემინარი წალენჯიხაში

19 May, 2017

დღეს, წალენჯიხის  მუნიციპალიტეტში სტუმრად  იმყოფებოდნენ საქართველოს  სოფლის  მეურნეობის  მინისტრის  მოადგილე  იური  ნოზაძე,  საპარტნიორო  ფონდის  წარმომადგენელი  ნათია  თურნავა,      შპს  პეკინის ძინფენ ჰანიეს სოფლის მეურნეობის განვითარების კომპანიის, ს.ჰანთანგიუანის საერთაშორისო ჰოლდინგ ჯგუფის წარმომადგენლები.ასევე  სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის  გუბერნატორის  ადმინისტრაციის  წარმომადგენელი- რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი     ნუგზარ გაბელია და  სხვა ოფიციალური პირები.

   შეხვედრა  შედგა წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  თვითმმართველობის  სხდომათა დარბაზში.  დამსწრე  საზოგადოების  წინაშე შესავალი  სიტყვით  წარსდგა  ჩაის  გადამამუშავებელი  კომპანია  „ლაზი“-ს  გენერალური  დირექტორი  გონერ  სალია.  მან ისაუბრა  ქართული  ჩაის  წარმოების  მნიშვნელობასა  და  პერსპექტივებზე.  წალენჯიხაში  წარმოებული  ჩაის  ხარისხზე. 

     ჩაის  კულტურის  განვითარების  საკითხებზე  ისაუბრა  ასევე  საქართველოს  სოფლის  მეურნეობის  მინისტრის  მოადგილე  იური  ნოზაძემ.  როგორც  მან  აღნიშნა  მოხდება  ჩაის  კულტურის  განახლების  ხელშეწყობა, რაც  სახელმწიფოს ერთერთი  უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

   შეხვედრის  დასასრულს, საპარტნიორო  ფონდსა  და   ჩინურ  კომპანიას  შორის  ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი  გაფორმდა.

          ასევე,  ჩამოსულმა  სტუმრებმა   დაათვალიერეს  ჩაის  საწარმო, სადაც  მიმდინარეობს  უმაღლესი  ხარისხის  ნედლეულის  გადამუშავება.   

      
         ცნობისთვის, 23 აპრილს წალენჯიხის კომპანია „ლაზმა“ დაიწყო მაღალხარისხოვანი ჩაის შერჩევითი კრეფა. პირველ დღეს მოიკრიფა 200 კგ. უმაღლესი ხარისხის ჩაის ფოთოლი. 1 კგ. ჩაის ფოთლის ღირებულება შეადგენს 6-12 ლარს.
   
აღნიშნული ნედლეული გადამუშავდა ჩინეთიდან მიღებულ ახალ დანადგარზე.
   გადამუშავებაში მონაწილეობას ღებულობდა ჩინური კომპანია „პეკინის“ პრეზიდენტი ჩენი.  მიღებულიქნა უმაღლესი ხარისხის მწვანე და შავი ბაიხის ჩაი. მწვანე ჩაის ტექნოლოგიის ანალოგი კი ანალოგი საქართველოში არ არის.

გააზიარე