ცხელი ხაზი : 599647050

უფასო სამედიცინო გამოკვლევები

27 ივლისი, 2020

      წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მიმდინარე  წლის  25-26  ივლისს,  ლიის  ადმინისტრაციული  ერთეულის  საექიმო ამბულატორიასა  და    ქალაქ ჯვარის "დევნილთა ამბულატორიაში"   უფასო სამედიცინო გამოკვლევები   ჩაატარეს ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის  ექიმებმა:
1. ბაია ბეზარაშვილი-ალერგოლოგ-იმუნოლოგი-პროფესორი.
2. კახა ვაჭარაძე-პულმონოლოგ-პტიზიატრი-პროფესორი.
3. ხათუნა ღურჭუმელიძე-დერმატოლოგ-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი.
4. ირაკლი ხმალაძე-გასტროენტეროლოგი, ინფექციონისტი და ჰეპატოლოგი-პროფესორი.
5. თამარ ბეზარაშვილი-ოფთალმოლოგი-აკადემიკოსი.
6. ნათია სვანიძე-ყელყურის ექიმი-დოქტორი.
7. ნანა კოკაია სპირომეტრიის სპეციალისტი, დამხმარე სპეციალისტი,ასისტენტი.
8. თამარ ჩხაიძე-პულმონოლოგიის ასისტენტი.
9. მაია გვენცაძე-ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის გენერალური დირექტორი.
     ორი  დღის  მანძილზე, ლიასა და  ქალაქ  ჯვარში  სამედიცინო  გამოკვლევები  გაიარა  800-მდე  ბენეფიციარმა, შშმ  პირებს კი  სხვადასხვა  დასახელების  მედიკამენტები   ექიმთა  ლიგამ  უფასოდ  დაურიგა.   

გააზიარე