ცხელი ხაზი : 599647050

უფასო სამედიცინო გამოკვლევები წალენჯიხაში

11 ნოემბერი, 2018

  წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  მერიის   მხარდაჭერითა  და  "სამედიცინო კორპორაცია ევექსი"-ს     გუნდის  თანადგომით, მოსახლეობის  მოთხოვნის  საფუძველზე,  დილიდან უფასო სამედიცინო კონსულტაციები და გამოკვლევები ტარდება ქალაქ  წალენჯიხაში  “სამედიცინო კორპორაცია ევექსის“  ჰოსპიტალში.       

  მოწვეული, სხვადასხვა  პროფილის ექიმები   მოქალაქეებს  უფასო სამედიცინო   კონსულტაციებსა და  გამოკვლევებს    უწევენ   შემდეგ   სახეობებში:
გინეკოლოგი
,ქირურგი/პროქტოლოგი
ალერგოლოგი
ნეფროლოგი
 ნევროლოგი
ტრავმატოლოგი
PAP კვლევა
PSA კვლევა

ამ  დროისათვის    დაფიქსირდა  70-მდე  პაციენტი,  გამოკვლევები  კი   საღამოს  17.00 საათამდე    გაგრძელდება.

აქციის მიმდინარეობას დაესწრნენ  წალენჯიხა-ჩხოროწყუს  მაჟორიტარი დეპუტატი  გოგა  გულორდავა, წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  მერი  ბესიკ  ფარცვანია, სამედიცინო  კორპორაცია „ევექსი“-ს სამეგრელოს რეგიონული კოორდინატორი  დავით  ფიფია და  წალენჯიხის     “სამედიცინო კორპორაცია ევექსის“   ჰოსპიტალის დირექტორი მაია მაღლაკელიძე.

 უნდა  აღინიშნოს, რომ  წალენჯიხის ჰოსპიტალი “სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ქსელში შემავალი ჰოსპიტალია, რომელიც  ყოველთვიურად უწევს დახმარებას  50-მდე  სტაციონარულ პაციენტს, ხოლო 400-მდე პაციენტი იღებს გადაუდებელ ამბულატორიულ მომსახურეობას მიმღებ განყოფილებაში.

 ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური სერვისებით   1000 - მდე პაციენტი  სარგებლობს. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, გეგმიურ ამბულატორიულ მომსახურების კომპონენტით, კლინიკაში დარეგისტრირებულია 185 000-მდე ბენეფიციარი.

გააზიარე