ცხელი ხაზი : 599647050

ვლადიმერ შანავას გარდაცვალებიდან 7 წელი გავიდა

13 May, 2020

     დღეს, 13 მაისს  ავღანეთში  გმირულად დაღუპული  კაპრალის, ვლადიმერ  შანავას  გარდაცვალებიდან 7  წელი  გავიდა.

     სამხედრო  კაპრალის   ხსოვნას პატივი  მიაგეს  წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  ხელმძღვანელმა  პირებმა  და      მერიის  კულტურის, განათლების, ძეგლთა  დაცვის, სპორტისა და  ახალგაზრდობის სამსახურის  წარმომადგენლებმა.

 ავღანეთში, ქართულ ბაზაზე   42-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები - სერჟანტი ზვიად დავითაძე, კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე და კაპრალი ვლადიმერ შანავა მეამბოხეების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 13 მაისს დაიღუპნენ.

გააზიარე