ცხელი ხაზი : 599647050

ვლადიმერ შანავას სახელობის ჩემპიონატი

15 May, 2017

მიმდინარე წლის 11-13 მაისს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების მიერ ჩატარდა მუნიციპალიტეტის სკოლებს შორის ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენის კავალერის / ავღანეთში გმირულად დაღუპული / ვლადიმერ შანავას სახელობის ჩემპიონატ გარდამავალ თასზე მინი- ფეხბურთში. ჩემპიონატში მონაწილეობდა 4, #1,#7,#2 და # 4საჯარო სკოლა. 13 მაისს გამოვლინდნენ გამარჯვებულები. პირველი ადგილი და გარდამავალი თასი მიიღო წალენჯიხის #2 საჯარო სკოლამ, მეორე ადგილზე გავიდა წალენჯიხის #1საჯარო სკოლა,მესამე ადგილზე წალენჯიხის #4 საჯარო გავიდა. ვლადიმერ შანავას ხსოვნას პატივი მიაგეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა.

გააზიარე