ცხელი ხაზი : 599647050

ვლადიმერ შანავას სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში

16 May, 2018

     მიმდინარე წლის 13-მაისს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების,ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ინიციატივით, ვლადიმერ შანავას სახელობის სპორტ კომპლექსის დარბაზში გაიმართა ავღანეთში გმირულად დაღუპული ვლადიმერ შანავას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი, მინი ფეხბურთში, გარდამავალ თასზე, მუნიციპალიტეტის სკოლებს შორის. აღნიშნულ ტურნირში III - ადგილი დაიკავა წალენჯიხის N 1 საჯარო სკოლამ; II - ადგილი წილად ხვდა N 4 საჯარო სკოლას; ხოლო პირველი ადგილი მოიპოვა და გარდამავალი თასის მფლობელი გახდა წალენჯიხის №2 საჯარო სკოლა. გამარჯვებული გუნდები დააჯილდოვეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე სევერიანე შეროზიამ და ვლადიმერ შანავას ძმამ, ბაჩანა შანავამ. ღონისძიების დასრულების შემდეგ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის,სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების თანამშრომლები, სკოლის პედაგოგები,მწვრთნელები და გამარჯვებული მოსწავლეები იმყოფებოდნენ დაღუპულის საფლავზე, რომლებმაც პატივი მიაგეს მის ხსოვნას. აქვე იმყოფებოდნენ ვლადიმერ შანავას თანამებრძოლები, ახლობლები და ოჯახის წევრები.

გააზიარე