ცხელი ხაზი : 599647050

ვლადიმერ შანავას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი

14 May, 2019

მიმდინარე წლის 13-მაისს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების,ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ინიციატივით, ვლადიმერ შანავას სახელობის სპორტ კომპლექსის დარბაზში გაიმართა ავღანეთში გმირულად დაღუპული ვლადიმერ შანავას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი, მინი ფეხბურთში, გარდამავალ თასზე, მუნიციპალიტეტის სკოლებს შორის.

      აღნიშნულ ტურნირში I  ადგილი დაიკავა წალენჯიხის N 1 საჯარო სკოლამ  და გარდამავალი თასის მფლობელი გახდა.   

        II - ადგილი წილად ხვდა  წალენჯიხის  N 4 საჯარო სკოლას,  ხოლო  III ადგილი მოიპოვა    ნაკიფუს  N 1   საჯარო სკოლამ.       

   გამარჯვებული გუნდები დააჯილდოვეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე სევერიანე შეროზიამ ,  წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის მერიის  კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა  და  ახალგაზრდობის საქმეთა  სამსახურის  უფროსმა კორნელი  კვარაცხელიამ   და  ვლადიმერ შანავას ძმამ, ბაჩანა შანავამ.

     ღონისძიების   დასრულების   შემდეგ ,  დაღუპულის  საფლავზე  იმყოფებოდნენ     წალენჯიხის მუნიციპალიტეტის  მერის მოადგილე   სევერიანე  შეროზია,  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის,სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების თანამშრომლები, სკოლის პედაგოგები,მწვრთნელები ,გამარჯვებული მოსწავლეები , ახლობლები და  ოჯახის  წევრები,  რომლებმაც პატივი მიაგეს მის ხსოვნას.    

 


გააზიარე