ცხელი ხაზი : 599647050

ჟორა მზარელუას სახელობის ჭადრაკის სახლში ჩატარდა ჯამბულ თვალთვაძისა და იუზა შანავას სახელობის მუნიციპალური ჩემპიონატი ნარდში, გარდამავალ თასზე.

30 ივლისი, 2018

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ინიციატივით, მიმდინარე წლის 27 ივლისს, ჟორა მზარელუას სახელობის ჭადრაკის სახლში ჩატარდა ჯამბულ თვალთვაძისა და იუზა შანავას სახელობის მუნიციპალური ჩემპიონატი ნარდში, გარდამავალ თასზე.

შეჯიბრი ჩატარდა ოლიმპიური სისტემით ქართულ ნარდში მიღებული წესების შესაბამისად,სადაც მონაწილეობა მიიღო 65 მოთამაშემ.
დასასრულს გამოვლინდნენ გამარჯვებულები.რომლებსაც გადაეცათ გარდამავალი თასი,მედლები,დიპლომები, და ფულადი პრიზი. 
III- ადგილი დაიკავა ბორის კვარაცხელიამ (მიქავას ადმინისტრაციული ერთეული);
II -ადგილი ჯუმბერ ჩიქობავა (ნაკიფუს ადმინისტრაციული ერთეული);
I - ადგილი ალიოშა ჭიჭაღუამ (საჩინოს ადმინისტრაციული ერთეული);
გამარჯვებულებს სამახსოვრო პრიზები პირადად გადასცეს: წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გიორგი ლუკავამ და ჯამბულ თვალთვაძის ვაჟიშვილებმა გიორგი და ნიკოლოზ თვალთვაძეებმა.

გააზიარე