ცხელი ხაზი : 599647050

ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა ქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას

19 ივნისი, 2019

წალენჯიხის  მუნიციპალიტეტში   ძლიერი  წვიმისა და  ქარის  შედეგად   მნიშვნელოვანი ზარალი  მიადგა   ქალაქის  ტერიტორიაზე  მცხოვრებ მოსახლეობას.  დაზიანდა     საცხოვრებელი   სახლები  და  მრავალბინიანი    კორპუსი. ამავდროულად  მიმნდინარეობს  ზარალის  დადგენა  მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებში.

      უამინდობის გამო შეფერხებით მიეწოდებოდა ელექტროენერგია მუნიციპალიტეტის მოსახლეობის   ნაწილსაც.

  ამ ეტაპზე  კომისია  სწავლობს  არსებულ  მდგომარეობას  რათა  შესაბამისი  დახმარებები  გაეწიოს  დაზარალებულ მოსახლეობას.

    24  საათიან რეჟიმში  მუშაობს   მერიის   ცხელი  ხაზი-599 64  70  50

გააზიარე