ცხელი ხაზი : 599647050

ძლიერი ქარი და წვიმა წალენჯიხაში

21 ივნისი, 2019

წალენჯიხის  მუნიციპალიტეტში   მოვარდნილმა  ძლიერმა   ქარმა და  უხვმა  ნალექმა  მოგლიჯა    ხეები , ჩახერგა  წალენჯიხა-ოჭანე-ჯვარისა  და  ლია-წალენჯიხის  სამანქანე  გზის  მონაკვეთები.

      დაზიანდა    წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  თვითმმართველობისა  და  სხვა  ადმინისტრაციულ ერთეულში  არსებული    ადმინისტრაციული  შენობის   სახურავები.

  ამ  ეტაპზე  მიმდინარეობს  გზის  გაწმენდითი  სამუშაოები,  მოძრაობა  აღდგენილია.

       სტიქიის    შემსწავლელი  მუდმივმოქმედი   კომისია სწავლობს არსებულ მდგომარეობას.  ზარალის  ოდენობა  ამ ეტაპზე  უცნობია.  

   შექმნილი  მდგომარეობიდან გამომდინარე, ადგილზე  იმყოფებოდნენ წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  ხელმძღვანელი  პირები.
24 საათიან რეჟიმში მუშაობს მერიის ცხელი ხაზი-599 64 70 50

გააზიარე