18 მაისს საქართველოში ქართული ეროვნული სამოსის დღე
18 მაისს საქართველოში ქართული ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი ამ დღეს ტრადიციულად კოსტუმირებული მსვლელობებითა და საკონცერტო ღონისძიებებით შეუერთდა.
კოსტუმირებული მსვლელობები და ღონისძიებები გაიმართა ქალაქ წალენჯიხასა და ქალაქ ჯვარში.
ღონისძიებაზე საზოგდოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ,რომელმაც დამსწრეთ ეროვნული სამოსისა და მუზეუმების დღე მიულოცა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს კულტურისა და სახელოვნებო ცენტრთან არსებულმა ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებმა.
ღონისძიებას მერიის კულტურისა და სოციალური სამსახურის უფროსი ლაშა ზარქუა და სხვადასხვა სამსახურების, ა(ა)იპ- წარმომადგენლები,საზოგადოების წევრები ესწრებოდნენ.
საქართველოში ეროვნული სამოსის დღე 2016 წლიდან აღინიშნება და მისი მიზანი ქართული კულტურის პოპულარიზაციაა.
#ეროვნულისამოსისდღე
#გააცოცხლეისტორია