სამუშაო საათები: ორშ – პარ: 09:00 – 18:00

ცხელი ხაზი 599 64 70 50

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.

მოსახლეობის მიერ პრიორიტეტების შერჩევის მიზნით, საკონსულტაციო შეხვედრები და საერთო კრებები დღეს 7 თებერვალს საჩინოსა და ჩქვალერის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა

აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილობრივებმა პრიორიტეტად გარე განათების, სანიაღვრე არხების, საუბნო გზებისა და წყალმომარაგების სისტემის მოწყობა დაასახელეს.

მათ შორის:
საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში შერჩეული პრიორიტეტებია:

ზედა-საჩინო გარე-განათებების მოწყობა ;
საჩინო-სასმელი წყლის მილების რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხების მოწყობა;

კუხეშში-საბავშვო ბაღის ასასვლელთან კიბის მოწყობა, სასაფლაოს შემოკავება, სასმელი წყლის მილების რეაბილიტაცია და ცხაურების მოწყობა.
ნაგურუში-ბეტონის საფარის მოწყობა და წისქვილის რეაბილიტაცია.

ჩქვალერში პრიორიტეტებად შეირჩა-ბეტონის საფარის მოწყობა, სასაფლაოს შემოღობვა, გარე-განათებების მოწყობა, საბავშვო ბაღისთვის საჭირო მასალის შეძენა(1 ოთახის რეაბილიტაცია).

ლეშამუგეში-გარე გარე-განათებებისა და სანიაღვრე არხების მოწყობა დასახელდა.

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება. მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.

მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 644 000 ლარი გამოიყო.

მოსახლეობასთან შეხვედრებს მერის წარმომადგენელები ადმინისტრაციულერთეულებში, სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი ნანა კეკუა და მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის, ურბანიზაციისა და ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსი გია შელია ესწრებოდნენ.

ვრცლად

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების შეჯამება

სტიქიის შედეგების შეჯამება:
როგორც ცნობილია წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მთელი ღამის განმავლობაში სტიქია მძვინვარებდა, რამაც გამოიწვია საცხოვრებელი სახლების დაზიანება, ელექტროენერგიისა და გზებზე მოძრაობის შეზღუდვა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მერიის შესაბამისი სამსახურები, ქალაქ წალენჯიხისა და ქალაქ ჯვარის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურები , სამაშველო სამსახურები და ენერგო-პრო ჯორჯიას ტექნიკური ჯგუფები კოორდინირებულად მუშაობდნენ.რის შედეგადაც გზებზე მოძრაობა არ შეფერხებულა. მოსახლეობასთან კომუნიკაცია აქტიურად მიმდინარეობდა.

სტიქიის ადგილზე მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ მერიის შესაბამისი სამსახურები, სტიქიის შემსწავლელი კომისიის წევრები, მერის წარმომადგენელები ადმინისტრაციულ ერთეულებში , სამეგრელო- ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულის ადმინისტრაციის, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსთან ნუგზარ გაბელიასთან ერთად კოორდინირებული მუშაობით მოსახლეობის ზარალს ადგილზე ეცნობოდნენ.
სტიქიის კომისიის მიერ შესწავლილი ინფორმაციით,წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 151 საცხოვრებელი სახლი დაზიანდა.
მათ შორის:
წალენჯიხა-21;
ქ. ჯვარი-3;
ობუჯი-7;
ნაკიფუ-13;
მიქავა-12;
ჯგალი-20;
მედანი-5;
ჩქვალერი-3;
საჩინო-9;
ეწერი-11;
ლია-11;
მუჟავა-4;
ჭალე_19;
ფახულანი- 13.

ამ დროისთვის დაზარალებულ მოსახლეობას დროებით გადასახური მასალა-ტენტი მოსახლეობის უმეტეს ნაწილს დაურიგდა, ნაწილს კი ურიგდება.
მოსახლეობას ასევე შესაბამისი დახმარებები გაეწევა .

ვრცლად

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დროებით გადასახური მასალა-ტენტი ურიგდებათ

მერიის შესაბამისი სამსახურები ადმინისტრაციული ერთეულების ყველა უბანში არსებულ მდგომარეობას ადგილზე ეცნობიან.

სტიქიის სალიკვიდაციო ფარგლებში სპეციალური კომისია სწავლობს ზარალის ოდენობას,რათა მოსახლეობამ შესაბამისი დახმარება მიიღოს.

მოსახლეობას აქტიურ დახმარებას უწევენ ქალაქ წალენჯიხისა და ქალაქ ჯვარის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ტექნიკური ჯგუფები.

შეგახსენებთ, რომ ძლიერი ქარის შედეგად (გრიგალი) ,წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პრობლემები შეიქმნა. ქარმა ხეები მოგლიჯა, დაზიანდა 150-მდე საცხოვრებელი სახლი. ელექტრო ენერგია არ მიეწოდებოდა მოსახლეობის ნაწილს და მოგლეჯილმა ხეებმა ჩახერგა საავტომობილო გზები.

ვრცლად
Skip to content