შეხვედრა ინტელექტუალური პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით
ა(ა)იპ ახალგაზრდა მწერალთა და შემოქმედთა ორგანიზაციის დამფუძნებლები წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს თამარ ბელქანიას სტუმრობდნენ.
შეხვედრის თემა გახლდათ ინტელექტუალურ-შემეცნებითი პროექტის -რა, სად,როდის ჩატარება წალენჯიხის მუნიციპალიტეტში. რომლის მიზანია ახალგაზრდების ინტელექტუალურ-შემეცნებითი, გუნდური და ლიდერული უნარების გაუმჯობესება.
თამარ ბელქანიამ ისაუბრა მსგავსი პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე.
მერის მოადგილემ ახალგაზრდებთან შეხვედრაზე სრული მზაობა გამოთქვა პროექტის განხორციელების საქმეში.
ინტელექტუალური პროექტი-რა, სად,როდის- წალენჯიხაში 24 თებერვალს,11:00-დან 15:00 საათამდე ქალაქ წალენჯიხის ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინოთეატრის დარბაზში გაიმართება.