სამუშაო საათები: ორშ – პარ: 09:00 – 18:00

ცხელი ხაზი 599 64 70 50

ბავშვთა უფლებების დაცვა1

ტრენინგი ბავშვთა დაცვის სისტემების და მომსახურების გაძლიერების მიზნით

ბავშვთა დაცვის სისტემების და მომსახურების გაძლიერების მიზნით,საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია “ათეა” გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს,რომლის პირველ ეტაპზე იგეგმება საჭიროებათა კვლევა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დღეს “ათეა”-ს წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლებთან და მერიის სოციალური სამსახურის წარმომადგენლებთან.

შეხვედრას უძღოდნენ ექსპერტები-ნინო ზურაბიშვილი, თამარ ივანიძე და კახა გურგენიძე.

ისაუბრეს ბავშვთა უფლებების დაცვისა და სამუშაო ჯგუფების შექმნის საკითხებზე.

აღინიშნა, რომ შეიქმნება მუშა ჯგუფები, რომლის შემადგენლობაშიც იქნებიან როგორც მერის წარმომადგენლები,ასევე სოციალური სამსახურის მუშაკები,რომლებიც იმუშავებს მნიშვნელოვანი დოკუმენტის შექმნაზე.

ტრენინგის მიმდინარეობისას გაიმართა დისკუსია. სოციალური სამსახურისა და მერის წარმომადგენლებმა მიიღეს სრული ინფორმაცია საჭიროებათა კვლევის მეთოდოლოგიის შესახებ.

ვრცლად
Skip to content