სამუშაო საათები: ორშ – პარ: 09:00 – 18:00

ცხელი ხაზი 599 64 70 50

დიალიზის განყოფილება წალენჯიხის ევექსის კლინიკაში

დიალიზის განყოფილება წალენჯიხის ევექსის კლინიკაში გაიხსნა

დიალიზის განყოფილება წალენჯიხის ევექსის კლინიკაში გაიხსნა.

დღეიდან პაციენტებს ადგილზე მკურნალობის გავლა შეუძლიათ,რომლებსაც პროფესიონალი ექიმები მოემსახურებიან. განყოფილებას ამ ეტაპზე ნეფროლოგი ლაშა წურწუმია ადგილობრივ და ჩამოსულ ექიმებთან ერთად ხელმძღვანელობს.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია “კლინიკა ევექსიში” იმყოფებოდა და დიალიზის განყოფილება ადგილზე დაათვალიერა.

ამდრომდე წალენჯიხას დიალიზის განყოფილება არ ჰქონდა და პაციენტებს მკურნალობის კურსის გავლა ზუგდიდის კლინიკაში უწევდა.

ექიმების თქმით, ყველაფერი კეთდება, რათა პროგრამულ დიალიზზე მყოფ პაციენტს შეფერხებები არ შეექმნას.

ვრცლად
ოჭანე111

მოსახლეობასთან შეხვედრ- კონსულტაციები დასრულდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტების გამოსავლენად დასახლების საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები დასრულდა.

12 თებერვალს მოსახლეობასთან შეხვედრა ჯვარში გაიმართა. მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტებია:

ოჭანეში-გარეგანათებების მოწყობა, წისქვილის რეაბილიტაცია და ხიდ-ბოგირის მშენებლობა ;

ჯვარი-სანიაღვრე არხებისა და ცხაურების მოწყობა, საფეხმავლო ხიდზე კი მოაჯირის რეაბილიტაცია ;

ნაკას უბანი ბეტონის საფარის მოწყობა ;

ზედა-ჯვარი-9 აპრილის სკვერის კეთილმოწყობა, საჯაიას ქუჩაზე კი სანიაღვრე მილის მოწყობა;

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები რომელიც მოსახლეობამ თავად აირჩია დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება.

კონსულტაციები და საერთო კრებები ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდა.

ვრცლად
Sexvedra merTan

გიორგი ხარჩილავამ მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით,სტიქიის კომსიის წევრებთან-მერის წარმომადგენლებთან და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

მერმა ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელი პირებისა და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისაგან მოისმინა ინფორმაციები სოფლებში ამ დრომდე არსებულ საკითხებზე.

შეხვედრაზე შეჯამდა არსებული სიტუაცია. გიორგი ხარჩილავამ აღნიშნა, რომ საბოლოო სურათი დროულად უნდა წარედგინოს საქართველოს მთავრობას დაზარალებულთა დასახმარებლად.

დღევანდელი მონაცემებით, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების რაოდენობა 200-მდე გაიზარდა,ზარალის სავარაუდო ღირებულება 215 000 ლარს შეადგენს.

ვრცლად
ჭალე

შეხვედრები ჭალესა და მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრები დღეს ჭალესა და მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა.

აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილობრივებმა პრიორიტეტად გარე განათების, სანიაღვრე არხების, საუბნო გზებისა და წყალმომარაგების სისტემის მოწყობა დაასახელეს.

მათ შორის:

ჭალეს ადმინისტრაციულ ერთეულში შერჩეული პრიორიტეტებია:

ეწერფერდში- გარე-განათებების მოწყობა,სასმელი წყლის მილებისა და ავზების შეძენა, ეწერფერდის შემოვლითი გზისმოხრეშვა-მოშანდაგება;

ჭალეში- სანიაღვრე არხების მოწყობა, წისქვილის დოლაბების შეძენა, სასაფლაოზე განათების სისტემების მოწყობა, დაკიდული ხიდის რეაბილიტაცია, უბნების მოხრეშვა, სანიაღვრე არხების მოწყობა, სასმელი წყლის მილების რეაბილიტაცია და მოსაცდელის მშენებლობა;

ფოცხოეწერში პრიორიტეტად მოსაცდელის მშენებლობა, ცხაურების მოწყობა და სკვერის კეთილმოწყობა დასახელდა.

მუჟავას მცხოვრებლებმა მთავარ პრიორიტეტებად, სასმელი წყლის სისტემებისა და ავზების შეძენა, ასევე რკინა-ბეტონის ავზის მოწყობა მიიჩნიეს.

ოლორში- წისქვილის მშენებლობა, გარე-განათებების მოწყობა და სკვერის კეთილმოწყობა მოითხოვეს.

ნაშამგუში-სანიაღვრე არხების მოწყობა და სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია დასახელდა.

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება. მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.

მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 644 000 ლარი გამოიყო.

მოსახლეობასთან შეხვედრებს მერის წარმომადგენელები ადმინისტრაციულერთეულებში, სოფლის მაჟორიტარი დეპუტატები და მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის, ურბანიზაციისა და ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსი გია შელია ესწრებოდნენ.

ვრცლად
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.

მოსახლეობის მიერ პრიორიტეტების შერჩევის მიზნით, საკონსულტაციო შეხვედრები და საერთო კრებები დღეს 7 თებერვალს საჩინოსა და ჩქვალერის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა

აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილობრივებმა პრიორიტეტად გარე განათების, სანიაღვრე არხების, საუბნო გზებისა და წყალმომარაგების სისტემის მოწყობა დაასახელეს.

მათ შორის:
საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში შერჩეული პრიორიტეტებია:

ზედა-საჩინო გარე-განათებების მოწყობა ;
საჩინო-სასმელი წყლის მილების რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხების მოწყობა;

კუხეშში-საბავშვო ბაღის ასასვლელთან კიბის მოწყობა, სასაფლაოს შემოკავება, სასმელი წყლის მილების რეაბილიტაცია და ცხაურების მოწყობა.
ნაგურუში-ბეტონის საფარის მოწყობა და წისქვილის რეაბილიტაცია.

ჩქვალერში პრიორიტეტებად შეირჩა-ბეტონის საფარის მოწყობა, სასაფლაოს შემოღობვა, გარე-განათებების მოწყობა, საბავშვო ბაღისთვის საჭირო მასალის შეძენა(1 ოთახის რეაბილიტაცია).

ლეშამუგეში-გარე გარე-განათებებისა და სანიაღვრე არხების მოწყობა დასახელდა.

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება. მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.

მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 644 000 ლარი გამოიყო.

მოსახლეობასთან შეხვედრებს მერის წარმომადგენელები ადმინისტრაციულერთეულებში, სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი ნანა კეკუა და მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის, ურბანიზაციისა და ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსი გია შელია ესწრებოდნენ.

ვრცლად
Skip to content